ფეხბურთი

12:48 | 24.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის მეორე ტურის სიმბოლური

პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ინგლისის ჩემპიონატის მეორე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო 11 ფეხურთელს შორის ზლატან იბრაჰიმოვიჩი ზედიზედ მეორედ მოხვდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახლადდამატებულმა თავდამსხმელმა "საუთჰემპტონთან" მატჩში დუბლი შეასრულა და გუნდს მოაგებინა. შვედმა გასულ ტურშიც გაიტანა ერთი გოლი.

პრემიერლიგის მეორე ტურის სიმბოლური შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: ტომ ჰიტონი ("ბარნლი")

მცველები: კურტის დევისი ("ჰალი"), ლუკ შოუ ("მანჩესტერ იუნაიტედი"), პატრიკ ვან აანჰოლტი ("სანდერლენდი").

ნახევარმცველები: ნოლიტო ("მანჩესტერ სიტი"), შონ მელონი ("ჰალი"), ვიქტორ ვანიამა ("ტოტენჰემი"), მიჩეილ ანტონიო ("ვესტ ჰემი").

თავდამსხმელები: კრისტიან სტუანი ("მიდსლბრო"), ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), სერხიო აგუერო ("მანჩესტერ სიტი")

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115334