ფეხბურთი

10:45 | 24.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა და "მალაგა" - მოლაპარაკება დაიწყო

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ, შესაძლოა, ესპანურ "მალაგაში" გააგრძელოს კარიერა - ამის შესახებ ადრეც იყო საუბარი, თუმცა როგორც შევიტყვეთ, მოლაპარაკების პროცესი დაიწყო.

რამდენიმე დღის წინ ჯაბასთან ინტერვიუ შემოგთავაზეთ. ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ამიტომაც ვერ ითამაშებს 5 სექტემბერს საქართველო-ავსტრიის შეხვედრაში. უახლოეს დღეებში მისი გამოჯანმრთელება ვერ ესწრება.

კანკავას მოქმედი კონტრაქტი აქვს ფრანგულ "რეიმსთან" და ესპანეთში მისი გადაბარგება იმაზეა დამოკიდებული, შეთანხმდებიან თუ ვერა კლუბები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121726