ჩოგბურთი

19:00 | 23.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერენა და კერბერი წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოხვდნენ

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა და მეორე ჩოგბურთელმა ანგელიკა კერბერმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში გაინაღდეს, აღნიშნულ ინფორმაციას WTA-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

უილიამსი, რომელსაც წლის შემაჯამებელი ტურნირი ხუთჯერ მოუგია, ამ შეჯიბრში მეცხრედ მიიღებს მონაწილეობას. კერბერი კი აღნიშნულ ტურნირზე მეოთხედ ითამაშებს.

ქალთა წლის შემაჯამებელი ტურნირი სინგაპურში 24 ოქტომბერს დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110409