ფეხბურთი

16:49 | 23.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“პესკარამ” პეპე დაიმატა

იტალიის სერია A-ს ბინადარი “პესკარა” ძლიერდება. როგორც კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება, ამიერიდან “თევზების” ღირსებას გამოცდილი ნახევარმცველი სიმონე პეპე დაიცავს. მასიმო ოდოს გუნდს 32 წლის შემტევი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

სიმონე პეპემ გასული სეზონის ვერონას “კიევოს” რიგებში გაატარა, რომლის რიგებშიც 22 მატჩში 3 გოლის გატანა შეძლო. მანამდე კი, 2010-2015 წლებში ტურინის “იუვენტუსში” თამაშობდა. “ბებერი ქალბატონის” მაისურით პეპემ იტალიის ჩემპიონატში 75 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა.

0.110852