ფეხბურთი

16:21 | 23.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

რევიშვილი – ყველაზე სავარაუდო “ეთნიკოსია”

ნუკრი რევიშვილი, შესაძლოა, კვიპროსულ “ეთნიკოსში” გადავიდეს. ამ კლუბში, როგორც იცით, სამი ქართველია: ნიკა კაჭარავა, გიორგი ილურიძე და გია გრიგალავა.

რევიშვილს სხვა ვარიანტებიც ჰქონია, მაგრამ “ეთნიკოსი” ყველაზე რეალურია. საქართველოს ნაკრების 29 წლის მეკარე თავისუფალი აგენტია, რუსეთის “მორდოვიასთან” კონტრაქტი გაწყვიტა.

შეგახსენებთ, ნუკრის ტრავმა ჰქონდა: ესპანეთი-საქართველოს მატჩის (0:1) მეორე ტაიმში დაშავდა და აგვისტოს დასაწყისში დაიწყო ვარჯიში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112523