ძიუდო

16:04 | 23.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 30 სექტემბერს გაიმართება

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა 2016 წლის 30 სექტემბერს გაიმართება. როგორც ძიუდოს ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება, ამის შესახებ გადაწყვეტილება აღმასრულებელმა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

ყრილობა ძიუდოს ფედერაციაში (მისამართი: თბილისი, ბელიაშვილის 5) 30 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება, დღის წესრიგი კი ასეთია:

1. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოხსენება, ოთხწლიანი ანგარიში

2. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები

3. ვიცეპრეზიდენტებისა და აღასკომის წევრების დამტკიცება

4. სხვადასხვა

პრეზიდენტობის მსურველთა განაცხადები მიიღება 2016 წლის 31 აგვისტოს 18:00 საათამდე, ძიუდოს ფედერაციაში.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციას 2012 წლის დეკემბრიდან დავით ქევხიშვილი ხელმძღვანელობს.

0.108192