თამაშგარე

12:42 | 22.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

გონსალო და ლუსია კვლავ ერთად არიან

მას შემდეგ რაც არგენტინელი შემტევი გონსალო იგუაინი ტურინის “იუვენტუსში” გადაბარგდა და ჩრდილოიტალიური დებიუტი გოლითაც აღნიშნა, მის მიმართ კიდევ უფრო მეტად ცხოველი ინტერესი გამოთქვეს ქალებმა, რადგან ბოლო რამდენიმე თვე იტალიაში ვრცელდება ჭორი, რომ გონსალო თავის გულისსწორს დაშორდა.

გონსალო იგუაინის სატრფო, იტალიელი მოდელი, ლუსია ფაბიანი შარშან მართლაც გაებუტა საყვარელს და ეს ამბავი ფეხბურთელმაც დაადასტურა, მაგრამ რაკი ამაზე დიდი ჭორაობა ატყდა. პირად ურთიერთობებზე გონსალომაც და მისმა სატრფომაც შემდეგში პირში წყლის ჩაგუბება არჩიეს.

ახლა კი, როდესაც იგუაინზე ქალების მხრიდან მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, ლუსია ფაბიანიმ აპენინელ მოკალმეებთან საუბარში განაცხადა, რომ მასსა და არგენტინელ ფეხბურთელს შორის ძველებური ურთიერთობა აღდგენილია და ახლა ის დროა, როდესაც გონსალოზე შეყვარებულმა ქალებმა ნაცარში ჩავარდნილი კოვზი უნდა ეძებონ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117822