ჭიდაობა

22:14 | 21.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოდიკაძე უმედლოდ დარჩა

რიოს ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე მედლის გარეშე დარჩა. ქართველმა ფალავანმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რუმინელ მოჭიდავესთან ალბერტ სარიტოვთან 0:10 უშანსოდ დამარცხდა. ოდიკაძეს ილეთის გაკეთების მცდელობაც კი არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში ოდიკაძემ სომხეთის სახელით მოასპარეზე ქართველი გიორგი ქეტოევი 8:1 დაამარცხა, ხოლო შემდეგ მეოთხედფინალში ყაზახ მამედ იბრაგიმოვს 6:1 აჯობა.ნახევარფინალში ელიზბარი ამერიკელ ფრედერიკ კაილ სნაიდერსთან 4:9 დამარცხდა.

0.113552