თამაშგარე

11:55 | 18.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

თვალჟუჟუნა კარლა

სამხრეთ ამერიკაში პოპულარული კოლუმბიელი მოდელი, კარლა ოსა ირწმუნება, რომ თავის დროზე თვით რადამელ ფალკაო უჟუჟუნებდა თვალებს, მაგრამ როგორც მამაკაცი დიდად არ მომეწონა და მის შემოთავაზებებზე მტკიცე უარი განვაცხადეო.

თავის მხრივ კი რადამელ ფალკაო იფიცება – კარლა ოსა თვალითაც კი არ მყავს ნანახი და ჩემთან დაკავშირებული მისი სიტყვები სრული სისულელე და შემზარავი აბსურდიაო. რა თქმა უნდა რთულია გაიგო ამ ორი ადამიანიდან ვინაა მართალი.

ისე, სიმართლე რომ ვთქვათ, რადამელს მექალთანის სახელი აქვს გავარდნილი, კარლა ოსას კი აქამდე არაერთი პარტნიორი გამოუცვლია. სხვათა შორის, კარლა ოსა რამდენიმე წლის წინ, “მის კოლუმბიადაც” დასახელდა და ნაკლებად დასაჯერებელია, რომ მის თანამემამულე რადამელ ფალკაოს ამ ქალის სახელი გაგონილი მაინც რომ არ ჰქონდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143256