ავტოსპორტი

21:08 | 13.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

„რედ ბული“ „მერსედესის“ დაწევას ეცდება

მას შემდეგ, რაც მიმდინარე სეზონის კონსტრუქტორთა პირველობაზე „ფერარი“ ჩამოიტოვა, „რედ ბულის“ მთავარი მიზანი, ლიდერ „მერსედესის“ დაწევა გახდა. გერმანიაში დანიელ რიკარდომ და მაქს ფერსტაპენმა კვარცხლბეკის ორი საფეხური დაიკავეს, რისი წყალობითაც, მათმა „რედ ბულმა“ 14 ქულით გაუსწრო „ფერარის“. თუმცა იმავდროულად, „მერსედესს“ 159 წულით ჩამორჩება. მაგრამ თუ ხარების პილოტები შემდგომშიც მოახერხებენ სამქიმიანებს შორის ჩადგომას, ჩამორჩენის შემცირებაც შესაძლებელი გახდება.

„ჩვენი მიზანი „მერსედესთან“ ჩამორჩენის შემცირებაა. საერთოდ, სჯობს წინ უყურო, ვიდრე უკან. გასულ ეტაპებზე, განსხვავებულ ტრასებზე კარგი შედეგები გვქონდა.ავსტრიის, სილვერსტოუნის, ბუდაპეშტის და გერმანიის ტრასები ძლიერ განსხვავებულია და ჩვენ ყველგან კონკურენტუნარიანები ვიყავით, რაც სეზონის მეორე ნახევრისთვის კარგ საფუძველს გვაძლევს“, - ამბობს „რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი.

ის დასძენს, რომ „რედ ბულმა“, ისევე როგორც მისთვის ძრავების მიმწოდებელმა „რენომ“, უკვე დაიწყეს მომავალი სეზონისთვის მზადება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ სეზონში მანქანის განვითარება შეჩერდება. ამ პროცესში, ინჟინრები წინასწარ დასახული გეგმის შესაბამისად მუშაობენ. „ ჩვენს გეგმებში კვლავაც შედის მანქანის სრულყოფა. ეს პროცესი მუდმივი. მორიგ სიახლეებზე მუშაობა უკვე დაწყებული და იმედი გვაქვს, რომ მათი დახმარებით პროგრესს მივაღწევთ და ლიდერებთან ჩამორჩენას შევამცირებთ“, - ყველა ჰორნერი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127172