თამაშგარე

12:35 | 12.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალეტა და ბირთვისმკვრელი ბიჭები

მრავლისმნახველი და მრავლისშემძლე ამერიკელი პორნოვარსკვლავი ალეტა ოუშენი სხვა მისი კოლეგებისგან განსხვავებით, მხოლოდ პორნოფილმების სტუდიაში არ მოსახლეობს და მისთვის საოცარი შრომით მოპოვებული ფულის გონივრულად დახარჯვა ერთგვარ ჰობს წარმოადგენს.

იმაზე გონივრული კი რა უნდა იყოს, რომ ადგები, რამდენიმე შენსავით პორნოვარსკვლავ მეგობარს მოაგროვებ და რიო დე ჟანეიროში გადაფრინდები ზაფხულის ოლიმპიადაზე დასასწრებად... ალეტა არ ამხელს კონკრეტულად რომელ სპორტსმენებზე ამოსდის მზე და მთვარე, თუმცა ამერიკელ ათლეტებს რომ უქომაგებს - ცხადია.

ისე, ერთ რამედ ღირს, ტრიბუნაზე რამდენიმე ტალიკ-ტალიკა პორნოვარსკვლავი რომ შემოსკუპდება და ბირთვის კვრაში შეჯიბრს თვალს ინტერესით ადევნებს. ბირთვის კვრა მათთვის წესით ერთობ მოსაწონი და საინტერესო სპორტის სახეობა უნდა იყოს. ოლიმპიადაზე ბირთვსა და მის დაშხოშიანად მკვრელებს რა დალევს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115119