ფეხბურთი

14:40 | 30.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ძენგამ „ვულვერჰემპტონი“ ჩაიბარა

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა, ყოფილი მეკარე ვალტერ ძენგა ინგლისის ჩემპიონშიპში მოთამაშე „ვულვერჰემპტონის“ მთავარი მწვრთნელი გახდა.

კლუბის ოფიციალურ საიტზე წერია, რომ 56 წლის სპეციალისტი საქმიანობას ორშაბათიდან შეუდგება, კონტრაქტის დეტალები კი, არ ხმაურდება. იტალიელმა კენი ჯეკეტი შეცვალა, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან ძენგას დანიშვნამდე რამდენიმე საათით ადრე გააძევეს.

ლეგენდარული მეკარე ბოლოს არაბეთში, „ალ-შააბში“ მუშაობდა. სხვადასხვა დროს მას მწვრთნელად საუდის არაბეთში, იტალიაში, რუმინეთში, თურქეთში, სერბეთსა და აშშ-ში უმუშავია. „ვულვერჰემპტონმა“ გასული სეზონი ჩემპიონშიპის მე-14 საფეხურზე დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140709