ფეხბურთი

14:22 | 30.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვატემალას ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა დანაშაული აღიარა

გვატემალას ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ბრაიან ხიმენესმა ამერიკის სასამართლოში ქრთამის აღება და ფულის გამოძალვა აღიარა.

ხიმენესს ბრალი სწორედ ამ ორი პუნქტით ჰქონდა წაყენებული - ფულის გამოძალვა და ქრთამის აღება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების ტელეტრანსლიაციის უფლებისთვის და ახლა მან დანაშაული ფაქტობრივად სრულად აღიარა. პროკურატურის მტკიცებით, მას ქრთამის სახით ასეულობით ათასი დოლარი აქვს აღებული, რის გამოც ამა წლის იანვარში გვატემალაში დააპატიმრეს მოგვიანებით ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცეს.

ხიმენესი გვატემალის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 2010-იდან 2015 წლამდე იყო და BBC-ის ცნობით, თითოეული დანაშაულისთვის 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

2015 წელს აშშ-ში დააპატიმრეს გვატემალას ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი ჰექტორ ტრუხილო, რომელსაც ასევე ასეულობით ათასი დოლარის ოდენობის ქრთამის აღება ედება ბრალად. მთლიანობაში, ფიფას კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით 40-ზე მეტი ყოფილი მაღალჩინოსანია დაპატიმრებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119231