ფეხბურთი

13:33 | 30.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ხესე როდრიგესის ტრანსფერზე მოლაპარაკებას იწყებს

ფრანგული პსჟ მოქმედებაზე გადავიდა და მადრიდის „რეალთან“ ხესე როდრიგესის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკება წამოიწყო.

ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ და 23 წლის ფორვარდი კარგ ფეხბურთელად დაახასიათა. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხესეს „რეალში“ სარეზერვო მოთამაშის სტატუსი არ აკმაყოფილებს და ამრიგად, ტრანსფერი რეალური ჩანს.

Cadena Ser-ის ცნობით, პსჟ-ს წარმომადგენლებსა და მადრიდელებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა და ტრანსფერის შესაძლებლობა განიხილეს. ვარაუდობენ, რომ ფრანგები ფეხბურთელს ერთი წლით, განათხოვრების წესით წაიყვანენ. არც ისაა გამორიცხული, სრულფასოვანი ტრანსფერი შედგეს, ოღონდ, ტრადიციისამებრ, ამ შემთხვევაში „რეალი“ ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებს დაიტოვებს.

აღსანიშნავია, რომ ემერის როდრიგესის შეძენის მცდელობა ადრეც ჰქონდა, როდესაც „სევილიას“ ავარჯიშედა. პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში ხესემ 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მხოლოდ 7 შემთხვევაში იყო სასტარტო შემადგენლობაში. მის ანგარიშზე 5 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111529