ჭიდაობა

10:51 | 30.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუსებს ბოლო იმედიც გადაუწურეს - ლებედევი შინ რჩება

მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ რუსეთის თავისუფალი, ბერძნულ-რომაული და ქალთა სტილის მოჭიდავეთა ნაკრებების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ რუსები ბრაზილიაში მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონის - თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვიქტორ ლებედევის გარეშე გამოვლენ. ამ უკანასკნელს მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ჯერ კიდევ 10 წლის წინანდელი დოპინგის მიღების შემთხვევა გაუხსენა და დისკვალიფიკაცია მოითხოვა.

ვიქტორ ლებედევი 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდის, სადაც საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ერთ-ერთი ლიდერი - ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იბრძოლებს მედლისთვის. ასე რომ, ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტის ჩამოშორება ვფიქრობ, ქართველი ქომაგებისთვის კარგი ამბავი უნდა იყოს.

რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს რიო 2016-ზე ექვსი წონითი კატეგორიიდან ხუთში ეყოლება მონაწილე. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები კი ოლიმპიურ ხალიჩაზე სრული შემადგენლობით გავლენ.

აქვე რუსული განაცხადებიც:

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

59 კგ - სტეფან მარიანიანი - ევროპის ჩემპიონი (2015).

66 კგ - ისლამ-ბეკ ალბიევი - ოლიმპიური ჩემპიონი (2008), მსოფლიოს (2009) და ევროპის 2-გზის (2009, 2016) ჩემპიონი.

75 კგ - რომან ვლასოვი - ოლიმპიური ჩემპიონი (2012), მსოფლიოს 2-გზის (2011, 2015) და ევროპის 2-გზის (2012, 2013) ჩემპიონი.

85 კგ - დავით ჩაკვეტაძე - ევროპის ჩემპიონი (2015).

98 კგ - ისლამ მაგომედოვი - ევროპის ჩემპიონი (2015).

130 კგ - სერგეი სემენოვი.

თავისუფალი ჭიდაობა

65 კგ - სოსლან რამონოვი - მსოფლიოს ჩემპიონი (2014) და ბრინჯაოს პრიზიორი (2015).

74 კგ - ანიუარ გედუევი - ევროპის 3-გზის (2013, 2014, 2015) ჩემპიონი.

86 კგ - აბდულრაშიდ სადულაევი – ევროპის და მსოფლიოს 2-2-გზის (2014, 2015) ჩემპიონი.

97 კგ - ანზორ ბოლტუკაევი – ევროპის ჩემპიონი (2016) და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი (2013).

125 კგ - ბილიალ მახოვი – მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი (2007, 2009, 2010) და ბრინჯაოს პრიზიორი (2015); ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. მსოფლიოს 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორი (2014, 2015) ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშები 5-21 აგვისტოს გაიმართება. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მედლები 14-16 აგვისტოს გათამაშდება, ხოლო თავისუფალში - 19-21 აგვისტოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112322