ავტოსპორტი

0:52 | 30.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

„რენოს“ ფორმულა 1-ის გუნდს სერხიო პერესის გადაბირება სურს

ტრადიციულად, ზაფხულში ფორმულა 1-ში ეგრეთ წოდებული „სილი სიზონი“ (სულელური სეზონი), იწყება ხოლმე, რაც ტრანსფერების სეზონს ნიშნავს. გუნდები სწორედ ამ დროს იწყებენ იმ ცვლილებებზე ზრუნვას, რომლების განხორციელებაც მომავალი სეზონისთვის სურთ. წლევანდელი სეზონის სილი სიზონის ერთ-ერთი პირველი ამბავი ისაა, რომ „რენოს“ სერხიო პერესის გადაბირება სურს.

ერთი შეხედვით, ასეთ გადასვლას საფუძველი არ გააჩნია - ფ1-ში დაბრუნებიდან პირველ სეზონში, „რენო“ აუტსაიდერთა შორისაა. „ფორს ინდია“ კი მყარადაა მეხუთე ადგილზე და შანსი აქვს, რომ მეოთხედან „უილიამსი“ ჩამოაქვეითოს. შესაბამისად, პერესიც პერიოდულად ახერხებს თავის გამოჩენას. თანაც, ინდური გუნდის შეფი ვიჯეი მალია ამბობს, რომ პერესთან კონტრაქტი უკვე გააგრძელა.

თავად პერესი კი ამბობს, რომ მან შესაძლოა „ფორს ინდია“ დატოვოს. მისი სპონსორები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებას ფრანგულ გუნდთან. მათ იმედ აქვთ, რომ „რენოს“ საქარხნო გუნდთან ერთად, მექსიკელ პილოტს მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი ექნება. „ფორს ინდიასთვის“ კი მეოთხე ადგილიც კი დიდ მიღწევად ჩაითვლება. ამასთან, ტექნოლური რეგულაციების მნიშვნელოვანი ცვლილების შემდეგ, „რენოს“ წინსვლის გაცილებით მეტი პერსპექტივა აქვს, ვიდრე „ფორს ინდიას“. პერესსაც მიაჩნია, რომ ინდური გუნდი საჩემპიონო მანქანით ვერ უზრუნველყოფს.

„რენო“ ერთადერთი გუნდი არაა, რომელსაც პერესის გადაყვანა სურს. მექსიკელის სპონსორებთან მოლაპარაკებას „უილიამსიც“ აწარმოებს, რომელიც დიდი ალბათობით, ფელიპე მასას შეცვლას აპირებს.

0.128129