ჩოგბურთი

10:52 | 29.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი მეოთხედფინალშია

მსოფლიო რეიტინგის ნომერ პირველი ჩოგბურთელი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი “ტორონტოს” მასტერსის მეოთხედფინალში გავიდა.

1/8-ფინალში სერბმა ჩეხი რადეკ შტეპანეკი 6:2, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 29 წუთს გაგრძელდა. ნოლემ პირველ სეტში ორი ბრეიკი შეასრულა, მეორე პარტიაში 5:4-ზე ჯოკოვიჩის სასარგებლოდ სერბი ბრეიკს აკეთებს და მეოთხედფინალში გადის, სადაც რეიტინგის მე-8 ნომერს ტომაშ ბერდიხს შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში ნოვაკი ბერდიხს 24:2-ს ამარცხებს. შეხვედრა 30 ივლისს 02:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11139