ავტოსპორტი

22:54 | 28.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ში დამცავი „ჰალოს“ შემოღება გადაიდო

ფორმულა ერთის სტრატეგიულმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ თავის შეიკავოს მომავალი სეზონიდან ეგრეთ წოდებული „ჰალოს“ სავალდებულო გამოყენებისგან და დამცავი სტრუქტურების გამოკვლევა გააგრძელოს. საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) განცხადებით, სტრატეგიულმა ჯგუფმა ეს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.

უფრო ადრე, FIA-მ უპირატესობა „ფერარის“ მიერ შემუშავებულ „ჰალოს“ მიანიჭა და იქვე გადაწყვიტა, რომ „რედ ბულის“ დამცავ სისტემა „აეროსქრინს“ შემდგომი სრულყოფის პროცესი გაევლო, რაც მისი ტესტების დროს აღმოჩენილმა მცირე ნაკლმა განაპირობა.

„ჰალოზე“ უარის თქმის მიზეზად სტრატეგიულმა ჯგუფმა ის გარემოება დაასახელა, რომ გუნდებს მცირე დრო აქვთ საკუთარ ბოლიდებზე „ჰალოს“ მოსარგებად, ამიტომ გადაწყდა, რომ სტრუქტურის პოტენციალის სრულად გამოსაკვლევად, მასზე ტესტები გაგრძელდეს. საბოლოო გადაწყვეტილება კი მომავალი სეზონის დასაწყისშივე იქნება მიღებული. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ჰალოს“ სხვადასხვა ხასიათის ტესტები რბოლების თავისუფალი პრაქტიკების დროს გაგრძელდება.

საინტერესოა, რომ სებასტიან ფეტელის თქმით, პილოტების დაახლოებით 95 პროცენტი „ჰალოს“ ემხრობა და FIA-ს სთხოვს, ხელი შეუწყოს უსაფრთხოების ამ სისტემის დანერგვას იმ შემთხვევაში, თუ გუნდბი მას მხარს არ დაუჭერენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119836