თამაშგარე

15:02 | 28.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯენიფერ ლოპესი ბეისბოლს განუდგა

ესპანური წარმოშობის პოპულარული ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი სპორტის სახეობებიდან განსაკუთრებით ჩოგბურთსა და ბეისბოლს სწყალობს და აღნიშნულ სახეობებში მოღვაწე არაერთ ცნობილ სპორტსმენთანაც წლების მანძილზე მეგობრობს.

გავაგანიერ ჯენიფერს ხშირად ბეისბოლის მატჩებზეც დალანდავთ და არავის უკვირს, ის, თუკი ლოპესს ბეისბოლოს ყვანჯით ხელში ვნახავთ. სწორედ ამიტომაც, ერთობ უცნაური იყო ჯენიფერ ლოპესის ამასწინანდელი განცხადება ბეისბოლთან დაკავშირებით, რამაც ბევრი გააოცა კიდეც.

ჯენიფერ ლოპესმა ერთ-ერთ ტელეშოუში სრული სერიოზულობით განაცხადა, რომ ბეისბოლი ამერიკელი ხალხისათვის უკვე პრობლემაა, რადგან, ბეისბოლის მატჩებზე სტადიონზე მისული ადამიანები ბევრ არასასურვბელ საკვებს იღებენ, სუქდებიან და ეს საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი პრობლემის სათავეა. საინტერესოა, თუ ადამიანს ჭამის კერპი უდგას, ვითომ მხოლოდ ბეისბოლზე შეახრამუნებს დიდრონ ჰამბურგერებსა და ჩისბურგერებს?

0.110899