ჩოგბურთი

11:59 | 28.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა ტორონტოში იმარჯვა

“ტორონტოს” მასტერსის 1/16-ფინალში მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა რეიტინგის 37-ე ნომერი ავსტრიელი ჟილ მიულერი 7:5, 7:6 დაამაცხა. შეხვედრა საათსა და 44 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში 5:5-ზე ნოვაკმა ბრეიკი გააკეთა და სეტებში დაწინაურდა. მეორე სეტის ტაი-ბრეიკს მიულერი 3:1-ს იგებდა, თუმცა სერბმა ზედიზედ 6 ქულის მოგება მოახერხა და 7:3 იმარჯვა.

ტურნირის 1/8-ფინალში ნოლე ჩეხ რადეკ შტეპანეკს დაუპირისპირდება. შეხვედრა 29 ივლისს 04:00 საათზეა ჩანიშნული. ურთიერთშეხვედრებში ნოვაკი რადეკს 11:1-ს უგებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113716