ფეხბურთი

2:23 | 27.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

კრანჩარი: "იმაზე რთული თამაში გამოდგა, ვიდრე ველოდებოდი"

ზაგრების “დინამოს” მთავარი მწვრთნელი ზლატკო კრანჩარი თბილისის “დინამოსთან” (2:0) გამარჯვების შემდეგ კმაყოფილი ჩანდა. როგორც 59 წლის გამოცდილმა სპეციალისტმა განაცხადა, მის გუნდს რეალური შანსი აქვს მომდევნო ეტაპზე გასვლის. კრანჩარმა აღნიშნა, რომ იმაზე რთული თამაში გამოდგა, ვიდრე ამას იმედოვნებდა.

“ჩვენ გვქონდა უფრო რთული თამაში, ვიდრე ველოდით, მაგრამ ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. შეხვედრის დასაწყისი კარგი არ გვქონია, მაგრამ მერე სიტუაცია დავალაგეთ. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ, მათ დაიმსახურეს ეს გამარჯვება.

თბილისში ადვილი თამაში არ გვექნება, რადგან “დინამო” კარგი გუნდია, თუმცა ჩვენ – უკეთესი. დღევანდელი თამაში გვაძლევს რწმენას, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლა რეალურად შეგვიძლია.

რაც შეეხება გამოცდილი შილდენფელდის ნაცვლად ახალგაზრდა ბენკოვიჩის თამაშს, მან შანსი დაიმსახურა. ეს მისთვის სამომავლო სტიმული უნდა გამოდგეს. მორგანის თადარიგში დარჩენა კი, არაფერს ნიშნავს – ჩემთვის ყველა ფეხბურთელი ერთნაირად მნიშვნელოვანია”, - თქვა კრანჩარმა.

“დინამო” თბილისი ხორვატიის ჩემპიონს 2 აგვისტოს “დინამო არენაზე” უმასპიძლებს. მატჩი კი 21:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111999