თამაშგარე

15:16 | 26.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფრან უნდურაგა - ჩილელი “სიტყვის ქალი”

ეს პოლიტიკოსები არიან, სულ რომ დაპირებებს ისვრიან აქეთ-იქით და მერე მთლად ავიწყდებათ დაპირებებიცა და ყველაფერიც, თორემ, ლათინოამერიკელი ლამაზმანები დადებულ პირობას როგორც წესი ყოველთვის ასრულებენ და მათი პირობა ხშირად ისეთი საამოა, ფიქრის დროსაც კი ჟრუანტელი დაუვლის ადამიანს.

მაგალითად წელს, ჯერ კიდევ გაზაფხულზე, კოპა ამერიკის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ჩილელმა მოდელმა და მკერდსაოცარმა ასულმა, ფრან უნდურაგამ განაცხადა, რომ თუკი მისი მშობლიური ქვეყნის - ჩილეს საფეხბურთო ნაკრები ჩემპიონი გახდებოდა, ის ჩილეს ნაკრების ნებისმიერ ფეხბურთელს დანებდებოდა.

ფრან უნდურაგა თვის პირობაზე ახლაც მყარად დგას და აცხადებს, რომ თუკი ჩილეს ეროვნული გუნდის რომელიმე წევრი მასთან ხვანცალის სურვილს გამოთქვამს, იგი თავპატიჟდაუდებლად ეახლება და არც ტუჩთა შეწეპებას დაიზარებს. სიტყვის ქალი ვარო უნდურაგამ უნდა თქვას!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.227999