ფეხბურთი

1:22 | 26.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

იარაბეკი: "მომდევნო ეტაპზე გასვლა შეგვიძლია"

თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი იურაი იარაბეკი მიიჩნევს, რომ მის გუნდს ზაგრების “დინამოს” ორრაუნდიან ბრძოლაში დამარცხება და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლა შეუძლია. როგორც სლოვაკი სპეციალისტის სიტყვებს ინტერნეტპორტალი Goal.com-ი ციტირებს, მეტოქეს მეტი შანსი აქვს, მაგრამ საქართველოს ჩემპიონი ზაგრებში თავისი მიზნებითაა ჩასული.

“მე ვფიქრობ, ამ ორ “დინამოს” შორის დიდი სხვაობაა – თქვენ გაქვთ ზეწოლა, რომ უნდა გახვიდეთ შემდეგ ეტაპზე, მაგრამ ჩვენ – არა. თუმცა, კარგი თამაშის ჩვენება და პლეი-ოფში გასვლა ჩემს გუნდს ნამდვილად შეუძლია”, - თქვა იარაბეკმა.

მასთან ერთად მატჩისწინა პრესკონფერენციაზე “დინამოს” მარცხენა მცველი, ხორვატი, მატია შპიჩიჩიც იმყოფებოდა. Goal.com-ი მის სიტყვებს ციტირებს:

“ჩვენ ჩამოვედით აქ ჩემპიონთა ლიგის საგზურის საბრძოლველად. ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ საუკეთესო შედეგი, გავიტანოთ ერთი გოლი მაინც “მაქსიმირზე”. ვიცით, მეტოქის ძალა – ისინი ყოველ წელს ევროტრუნირებზე თამაშობენ, თუმცა ჩვენ არაფრის დათმობას ვაპირებთ. გვინდა, რომ საქართველოში დადებითი შედეგით დავბრუნდეთ”, - დასძინა შპიჩიჩმა.

ორი “დინამოს” პირველი შეხვედრა სამშაბათს, ზაგრებში, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136056