ფეხბურთი

11:06 | 26.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი "ინტერიდან" მიდის

მილანის “ინტერი” უმწვრთნელოდ რჩება – როგორც გამოცემა “გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, უახლოეს 48 საათში რობერტო მანჩინი დაკავებულ თანამდებობას დატოვებს. გამოცდილმა სპეციალისტმა გუშინ გუნდის ვარჯიშიც გააუქმა. მოგეხსენებათ, ამჟამად “ინტერნაციონალე” ნიუ-იორკში იმყოფება შეკრებაზე.

“6 საათი ვმგზავრობდით თამაშის შემდეგ და შუადღის ვარჯიშის ჩატარება შეუძლებელი გახდა. ამიტომაც იგი გაუქმებულია – ძალიან დავიღალეთ”, - განაცხადა მანჩინიმ ვარჯიშის გაუქმების შემდეგ.

იტალიური მედია უკვე აქტიურად ალაპარაკდა რობერტოს შესაძლო შემცვლელზე. თუ მათ დავერწმუნებით, მანჩინის პოსტზე ყველაზე რეალური კანდიდატები ლეონარდო, მარსელო ბიელსა და ანდრე ვილაშ-ბოაში არიან. ამასობაში, “გაძეტამ” დიეგო სიმეონესთანაც გაავლო კვალი, მაგრამ როგორც ხავიერ ძანეტიმ თქვა, ეს მხოლოდ სამომავლო პერსპექტივაში თუ შეიძლება მოხდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112249