ჩოგბურთი

0:12 | 26.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი რეიტინგში 11 ადგილით დაწინაურდა

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) მიერ განახლებულ რეიტინგში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 11-ადგილიანი წინსვლა განიცადა და 112-ე პოზიციაზე დამკვიდრდა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა გასულ კვირას ავსტრიულ კიცბიუელში გამართული ტურნირის (საპრიზო ფონდი 520 070 ევრო) ფინალში გააღწია, სადაც იტალიელი პაოლო ლორენცისთან 3:6, 4:6 დამარცხდა. შედეგად, ნიკოლოზმა ქულათა მარაგი 541-მდე გაზარდა.

აქვე ვთქვათ, რომ 24 წლის ბასილაშვილს კარიერის პიკი გასული წლის ოქტომბერში ჰქონდა, როდესაც მსოფლიოს 86-ე ჩოგანი გახლდათ.

დღეს, ქართველი ჩოგბურთელი უკვე ახალ ტურნირში ჩაერთვება. პრაღის ჩელენჯერზე (საპრიზო ფონდი 42 500 ევრო) მე-3 ნომრად განთესილი ბასილაშვილის პირველი მეტოქე ესპანელი ხორდი სამპერ-მონტანა იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123963