ფეხბურთი

22:32 | 25.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსია” ტელოთი და მონტოიათი დაინტერესდა

“ვალენსია” “ბარსელონას” ორი ფეხბურთელით 24 წლის შემტევით კრისტიან ტელოთი და 25 წლის მცველით მარტინ მონტოიათი დაინტერესდა, აღნიშნულ ინფორმაციას AS.com-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, “ღამურებს” ორივე ფეხბურთელის შესაძენად მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვთ. “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს გეგმებში არც ერთი ფეხბურთელი არ შედის.

კრისტიან ტელო “ბარსას” გასულ სეზონში “ფიორენტინაში” განათხოვრებული ყავდა, სადაც შემტევმა 15 შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა. მარტინ მონტოია კი “ბეტისში” იყო იჯარის წესით გაშვებული.

0.112818