ჩოგბურთი

23:00 | 25.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე 25-ათასიან ტურნირში ითამაშებს

18 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთში იმყოფება და მიმდინარე კვირაში ძალებს ასტანას საერთაშორისო ტურნირში მოსინჯავს, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.

ბოლქვაძე საწყის რაუნდში პირველ ნომრად განთესილ ნათელა ძალამიძეს ეთამაშება, ხოლო თუკი რუსი მეტოქე დაამარცხა, უკრაინელ ალიონა სოტნიკოვას და კიდევ ერთ რუს ანგელინა გაბუევას შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

წყვილთა შეჯიბრში ბოლქვაძე და ბელარუსი სადამფოჯ ტოლიბოვა რუსებს ალინა სილიჩს და ალიონა ტარასოვას დაუპირისპირდებიან.

0.112546