ფეხბურთი

20:07 | 25.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის “დინამო” ზაგრებშია (+VIDEO)

თბილისის “დინამო” ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩაფრინდა და სასტუმრო Double Tree by HILTON-ში დაბინავდა.

დინამოელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გუნდმა ისადილა, საღამოს კი მაქსიმირის სტადიონზე წინასამატჩო ვარჯიშს გამართავს. ვარჯიშამდე მატჩისწინა პრესკონფერენცია ჩატარდება.

26 ივლისს თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე აღნიშნულ სტადიონზე უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ ზაგრებისა და თბილისის “დინამოები” წარდგებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113589