კალათბურთი

16:32 | 25.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

26-28 ივლისს თბილისი 16-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

26-28 ივლისს თბილისი 16-წლამდელთა შორის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქში ჩვენს ნაკრებთან ერთად ისრაელისა და თურქეთის ნაკრებები მოიყრიან თავს.

ტურნირის მეოთხე მონაწილე რუმინეთმა თურქეთში მომხდარი ამბების შემდეგ თბილისში ჩამოსვლაზე უარი თქვა, რადგან მისი ავიარეისი სტამბოლზე გადიოდა.

შესაბამისად, თამაშების რაოდენობა შემცირდა და აქედან გამომდინარე, საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების მოლაპარაკებით, ტურნირის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ეს გუნდები ამხანაგურ მატჩს ითამაშებენ.

ამგვარად, დღეს, 19:00 საათზე, სპორტის ახალ სასახლეში ერთმანეთს საქართველოს და ისრაელის 16-წლამდელთა ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.829825