თამაშგარე

16:02 | 24.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

თურმე კრიშტიანუ რიანასაც მოსწონს

მხიარული, თამამი, ცქვიტი და უზომოდ პოპულარული მომღერალი რიანა წლების მანძილზე ირინა შეიკთან მეგობრობს და გოგონების ეს მეგობრობა განსაკუთრებით ფერადოვანი იმ პერიოდში იყო, როდესაც ირინა კრიშტიანუ რონალდუს გულისსწორად ითვლებოდა.

ჩვენ ვიცოდით, რომ ეს მეგობრობა დღემდე გრძელდებოდა. თუმცა, რამდენიმე დღის წინ რიანამ ისეთი რამ დააბრეხვა, შესაძლებელია ირინა შეიკმა ამ ურთიერთობას სულ სხვა თვალით შეხედოს და რიანა ისევე მარტივად უარყოს, როგორც ეს თავის ძველ გულისსწორებთან ურთიერთობაში გააკეთა.

ერთი სიტყვით, რიანამ განაცხადა, რომ მას ყოველთვის მოსწონდა კრიშტიანუ რონალდუ და ძალიან ეშლებოდა ნერვები იმის გამო, რომ პორტუგალიელი სუპერმეგოლე მისი მეგობრის საძინებელში ბუღრაობდა. ახლა, როდესაც კრიშტიანო ჩიტივით თავისუფალია, ვითომ რაიმე დიდი პრობლემაა მასთან ურთიერთობის აწყობა?

0.147252