ფეხბურთი

20:13 | 23.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაშიამ და ყაზაიშვილმა "პორტუსთან" ითამაშეს

არნემის "ვიტესმა" ამხანაგური მატჩი გამართა პორტუგალიის "პორტუსთან" და თავიდან იგებდა, თუმცა 1:2 დამარცხდა. გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმაც შეუცვლელად ითამაშეს.

1:0-ზე ქართველთა გუნდს მეორეს გატანაც შეეძლო, თუმცა იკერ კასილიასმა ურთულესი ბურთი მოიგერია. ქართველებმაც, მთლიანობაში, კარგად ჩაატარეს მატჩი.

არნემელთაგან ბეიკერმა გაიტანა, ხოლო პორტუგალიელთაგან - კორონამ და ანდრე სილვამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115335