ფეხბურთი

20:02 | 22.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ელერდაისი ინგლისის ნაკრების ახალი მწვრთნელია

ინგლისის ეროვნული ნაკრები "სანდერლენდის" აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სემ ელერდაისმა ჩაიბარა. როგორც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, როი ჰოჯსონის შემცვლელი სემი "სამ ლომს" ორი წლის განმავლობაში გაწვრთნის.

ახალი თავკაცის მიზანია გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანოს და რუსეთში გასამართ მუნდიალზე ნაკრებმა კარგად იასპარეზოს. ასოციაცია "შავ კატებს" თავკაცის გადაბირების გამო კომპენსაციის სახით გარკვეულ თანხას გადაურიცხავს. "დიდი სემი" "სანდერლენდს" გასულ სეზონში წვრთნიდა, მანამდე კი სათავეში "ვესტ ჰემს", "ნიუკასლს", "ბლექბერნს", "ბოლტონს", "ნოთს" და "ბლექპულს" ედგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064129