ფეხბურთი

22:37 | 17.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

შეკრების პირველი დღე

საფეხბურთო კლუბი “ზუგდიდი“ თურქეთის სამთო-საკურორტო ქალაქ კარტეპეში 12 დღიან შეკრებას გადის. გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მთავარმა მწვრთნელმა ოთარ გაბელიამ პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა.

“ზუგდიდის” თავკაცმა ხანგრძლივი მგზავრობით გადაღლილი ფეხბურთელები მსუბუქად ავარჯიშა, ხვალიდან კი ფეხბურთელებს ორჯერად წვრთნაზე გადაიყვანს.

ზუგდიდელემა ფეხბურთელებმა, მოთელვების შემდეგ ორკარაც ითამაშეს და დღევანდელი საწვრთნელი პროცესიც ამით დასრულეს.

ვარჯიშის დაწყებამდე თანაგუნდელებმა მარჯვენა მცველ გოდერძი მაჩაიძეს დაბადების დღე მიულოცეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066589