ძიუდო

11:02 | 17.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

პაპოშვილის მე-7 ადგილი რუსულ ტატამზე

რუსეთის ქალაქი ტიუმენი ძიუდოში ერთ-ერთ უპრესტიჟულეს საერთაშორისო ტურნირს – გრან სლემს მასპინძლობს. გასული წლებისგან განსხვავებით. მოახლოებული ოლიმპიური თამაშების გამო, შეჯიბრების მონაწილე 15 ნაკრები ტატამზე გადახალისებული შემადგენლობებით გავიდა. ტიუმენის გრან სლემი ვერც საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გეგმებში მოხვდა. თუმცა რუსეთში ორი ქართველი ძიუდოისტი მაინც გაემგზავრა და ერთმა მათგანმა უკვე იჭიდავა.

თენგიზ პაპოშვილმა 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში სამი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგო და მე-7 ადგილი დაიკავა. პირველ წრეში მან ლატვიელ ალექსანდრს პეტროვსკისს წუთნახევარში მოუმთავრა საქმე და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მასპინძელთა ერთ-ერთ ჯილასთან, მსოფლიოს 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორ (2011, 2014) მუსა მოგუშკოვთან იპონითვე დამარცხდა.

რეპეშაჟის ნახევარფინალში პაპოშვილი რუსეთის ნაკრების კიდევ ერთ წევრს – ევროპის 2012 წლის ჩემპიონ ალიმ გადანოვს დაეჭიდა და შეხვედრის ბედი ერთადერთმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა, გადანოვის სასარგებლოდ.

გუშინ, ვაჟთა შორის, შვიდი წონითი კატეგორიიდან სამში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები. ორ უმსუბუქეს წონაში: 60 და 66 კილოგრამებში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე იაპონელი ძიუდოისტები ავიდნენ. 73-ში კი ჩემპიონი მუსა მოგუშკოვი გახდა.

დღეს საპრიზო სამეულები 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში შეივსება. საქართველოს სახელით კი ტატამზე მძიმეწონოსანი ამბროსი კონკროშვილი გავა.

ძიუდო

გრან სლემი

ტიუმენი

16 ივლისი

60 კგ

1 იუმა ოშიმა (იაპონია)

2 ალბერტ ოგუზოვი (რუსეთი)

3 დავუდ მამაზოვი (აზერბაიჯანი)

3 ილგარ მუშკიევი (აზერბაიჯანი)

66 კგ

1 ჰიფუმი აბე (იაპონია)

2 ანზაურ არდანოვი (რუსეთი)

3 იაკუბ შამილოვი (რუსეთი)

3 შო ტატეიამა (იაპონია)

73 კგ

1 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)

2 არბი ხამხოევი (რუსეთი)

3 ალიმ გადანოვი (რუსეთი)

3 ტომი მაციასი (შვედეთი)

7 თენგიზ პაპოშვილი (საქართველო)

0.110843