ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში დღეს გამართული კენჭისყრის შედეგად ცნობილია გახდა, რომ საქართველოს ჩემპიონ თბილისის "დინამოსა" და სომხურ "ალაშკერტს" შორის გამარჯვებულს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მაკედონიურ "ვარდარსა" და ხორვატულ "დინამოს" წყვილში გამარჯვებულთან მოუწევს დაპირისპირება.
ზაგრების "დინამომ" პირველი შეხვედრა სკოპიეში "ვარდარს" 2:1 მოუგო, აქვე გთავაზობთ ამ მატჩის ვიდეომიმოხილვას.
შეგახსენებთ, რომ თბილისელებმა "ალაშკერტი" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხეს და საპასუხო მატჩს სტუმრად 19 ივლისს ჩაატარებენ.









