ფეხბურთი

19:12 | 14.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერბი მცველის უიღბლობა გრძელდება - საოცარი გოლი... საკუთარ კარში (+VIDEO)

პოლონური პირველი ლიგის “ზაგლებიეს” სებმა მცველმა ჟარკო უდოვიჩიჩმა ევროპული საინფორმაციო საშუალებების ყურადღება მიიპყრო და თანამედროვე ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ ინტერნეტ სივრცეც დაიპყრო... მიზეზი კი მის მიერ გატანილი საოცარი გოლია, თუმცა საკუთარ კარში.

“ზაგლებიემ” ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ერთ-ერთი ამხანაგური მატჩი ასევე პოლონეთის ქვედადივიზიონელ “სტალთან” გამართა და 1:3 წააგო. ეს შეხვედრა დიდ ინტერესს ალბათ პოლონეთშიც არ გამოიწვევდა, რომ არა უცნაური გოლი - 62-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, 28 წლის სერბმა ფეხბურთელმა მისი გუნდის მეკარის მიერ მოგერიებული ბურთი ფლანგზე მიიღო, საკუთარი კარისკენ შემობრუნებულმა გზად მეტოქე თავდამსხმელი მოატყუა და მოხდენილი დარტყმით კიპერს თავზე გადაავლო... გოლი ისეთი გამოვიდა, ნებისმიერი მაღალი დონის ფორვარდი რომ მოაწერდა ხელს.

ამ გოლის მერე გაიხსენეს, რომ ეს უდივიჩიჩის პირველი უიღბლობა არაა - მან, 2015 წელს, სამშობლოში “ნოვი პაზარში” თამაშისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მატჩის ბოლო წუთებზე დანიშნული პენალტის დარტყმა ითავა და პანენკას სტილში შესრულება განიზრახა, თუმცა ვერ გაიტანა... თამაშის შემდეგ მისი გუნდის გასახდელში აღშფოთებული ფანების ჯგუფი შეიჭრა, რომელთაგან ერთ-ერთმა ფეხბურთელს შუბლზე პისტოლეტი დაადო და მოკვლით ემუქრებოდა. ჟარკოს მისამართით მუქარა ამის შემდეგაც გაგრძელდა, რის გამოც ის იძულებული გახდა სერბეთი დაეტოვებინა და პოლონეთში გადაბარგებულიყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117737