ფეხბურთი

12:46 | 13.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ორი წლის წინ - გერმანია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა (VIDEO)

2014 წლის 13 ივლისს, ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს მე-20 საფეხბურთო ჩემპიონატი გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო. ფინალურ შეხვედრაში იოახიმ ლიოვის შეგირდებმა 113-ე წუთზე მარიო გიოტცეს მიერ გატანილი გოლის წყალობით არგენტინა 1:0 დაამარცხეს. ბუნდესნაკრები მუნდიალის გამარჯვებული მეოთხედ გახდა.

სამხრეთ ამერიკაში გამართულ ტურნირზე მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველად ევროპულმა ნაკრებმა იმარჯვა. ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელეს, ხოლო ბომბარდირი ხამეს როდრიგესი გახდა 6 გატანილი გოლით.

ფინალში გუნდებმა შემდეგი შემადგენლობებით ითამაშეს:

გერმანია: ნოიერი, ჰოვედესი, ჰუმელსი, ბოატენგი, ლამი, კროოსი (შურლე 32), შვაინშტაიგერი, კრამი, იოზილი (მერტესაკერი 120), კლოზე (გიოტცე 88), მიულერი.

არგენტინა: რომერო, ზაბალეტა, დემიკელისი, გარაი, როხო, ბილია, მასკერანო, ლავეცი (აგუერო 46), მესი, პერესი (გაგო 86), იგუაინი (პალასიო 78)

0.135155