ფეხბურთი

11:56 | 12.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთი - ბრაზილია 3:0 (VIDEO)

1998 წლის 12 ივლისს მსოფლიოს მეთექვსმეტე საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართა. ტურნირის მასპინძელმა საფრანგეთის ნაკრებმა ბრაზილია 3:0 დაამარცხა. გოლები ზიდანმა (2) და პეტიმ გაიტანეს. “სტად დე ფრანსზე” თამაშს 75 ათასი მაყურებელი დაესწრო.

საფრანგეთი (ნაკრებს ემე ჟაკე წვრთნიდა): ბარტეზი, ლიზარაზუ, ტურამი, ლებეფი, დესაი, ჯორკაეფი (ვიეირა), დეშამი, ზიდანი, კარამბე (ბოღოსიანი), პეტი, გივარში (დიუგარი).

ბრაზილია (ნაკრებს მარიო ზაგალო წვრთნიდა): ტაფარელი, კაფუ, ალდაირი, ჟუნიორ ბაიანო, რობერტო კარლოსი, სეზარ სამპაიო (ედმუნდო), დუნგა, რივალდო, ლეონარდო (დენილსონი), ბებეტო, რონალდო.

მსაჯმა 68-ე წუთზე მოედნიდან მარსელ დესაი გააგდო. შეხვედრას მაროკოელი არბიტრი ბელკოლა სჯიდა.

0.118982