ჩოგბურთი

23:54 | 26.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი გერმანულ ჩელენჯერში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც უიმბლდონის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა, გერმანულ მარბურგში იმყოფება და ძალებს ჩელენჯერში (საპრიზო ფონდი 42 500 ევრო) მოსინჯავს.

მას შემდეგ, რაც ტურნირიდან არგენტინელი კარლოს ბერლოკი მოიხსნა, ბასილაშვილი უმთავრეს ფავორიტად მოიაზრება, მისი პირველი მეტოქე კი გერმანელი საშა ზვერევი იქნება.

თუკი ბასილაშვილმა საწყისი რაუნდი დასძლია, არგენტინელ მარკო ტრუნხელიტის და ეგვიპტელ მოჰამედ საფვატს შორის უმჯობესს გაეჯიბრება. ცნობისთვის, ეს ის საფვატია, რომელთანაც ნიკოლოზმა უიმბლდონის კვალიფიკაციის მე-2 წრეში 5:7, 6:3, 5:7 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123511