სხვა

22:33 | 26.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ილია თვალოძე: „მინიმუმ ორ-სამ მედალს ვგეგმავ“

გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ძალოსნობაში ახალგაზრდებს შორის, რომელსაც ახალ თბილისში მდებარე ტანვარჯიშის არენა მასპინძლობს. ამ ტურნირში საქართველო 12 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. აქედან 8 ვაჟი და 4 გოგონაა.

„მსოფლიო სპორტი“ ვაჟთა შორის საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ილია თვალოძეს ესაუბრა.

- თუ შეიძლება გაგვაცანით ვაჟთა შორის ჩვენი ნაკრების შემადგენლობა.

- 62 კგ - გოდერძი ბერდელიძე, 69 კგ - გოგა ჩხეიძე, 77 კგ - ნოდარ კაკაბაძე, 85 კგ - რევაზ დავითაძე, 94 კგ - ირაკლი ჯალაღონია და ირაკლი ჩხეიძე, 105 კგ - გიორგი ჩხეიძე და დავით ხეცურიანი. არ გვყავს წარმომადგენლები 56 და +105 კგ წონით კატეგორიებში.

- 56 და +105 კგ წონით კატეგორიებში რატომ არ გვყავს წარმომადგენლები?

- 56 კგ წონით კატეგორიაში იმდენად სუსტი სპორტსმენები გვყავს, რომ ვარჩიეთ მის ნაცვლად 94 კგ წონით კატეგორიაში ორი სპორტსმენი დაგვეყენებინა. +105 კგ წონით კატეგორიაშიც შეგვეძლო გამოგვეყვანა, მაგრამ 105-ში მოასპარეზე გიორგი ჩხეიძესა და დავით ხეცურიანს ამ წონაში მივეცით თავის გამოჩენის შანსი, რადგან აქ უფრო მეტი შანსი აქვთ წარმატება მოიპოვონ.

- რომელ წონით კატეგორიებში ელით წარმატებას?

- ყველაზე კარგი შანსი გვაქვს 105 კგ წონით კატეგორიაში, სადაც ორ მედალს ველოდებით. მათ ერთადერთი კონკურენტი ირანელი სპორტსმენის სახით ჰყავთ, რომლის გვარსაც ვერ ვიხსენებ. ასევე, შეგვიძლია მედლის აღება 94 კგ წონით კატეგორიაში, ამიტომ დავაყენეთ 94 და 105 კგ წონით კატეგორიებში 2-2 სპორტსმენი.

- სხვა წონით კატეგორიებიდან სიურპრიზს თუ ელოდებით?

- კარგი სპორტსმენია რევაზ დავითაძე, რომელიც 85 კგ წონით კატეგორიაში გამოდის. გარანტირებული არ აქვს, მაგრამ შეუძლია ერთ-ერთი სინჯის მედალი მოიპოვოს.

- ვის თვლით ჩვენი ნაკრების ძირითად კონკურენტებად?

- კარგი გუნდი ჰყავს თურქეთს, ყაზახეთს, რუსეთსა და ჩინეთს. ძირითადად ამ ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან ჩვენი ბიჭების კონკურენტები.

- კონკრეტულად რამდენი მედლის მოპოვებას გეგმავთ?

- მინიმუმ ორი-სამი მედალი უნდა მოვიპოვოთ. გამორიცხული არ არის რომ მეტის მოპოვებაც შევძლოთ.

0.114293