ფეხბურთი

22:24 | 26.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "დინამომ" "ლუდოგორეცთან" 0:3 წააგო

თბილისის "დინამომ" ავსტრიულ შეკრებაზე ბულგარეთის "ლუდოგორეცთან" ამხანაგური მატჩი 0:3 წააგო. რბილად რომ ვთქვათ, არასასიამოვნო ანგარიშია, საქართველოს ჩემპიონმა ბულგარეთის ჩემპიონთან უშანსოდ წააგო.

იურაი იარაბეკმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა. პირველ ტაიმში ჟონათან კაფუმ დუბლი მიითვალა: ჯერ საჯარიმოში მდგომმა ტექნიკურად თავზე გადაუგდო ბურთი სკრიბეს, მერე კი რენე ფერეირას ფეხიდან შემობრუნებით დაარტყა და 2:0. მეორე ნახევარში კი კიშადამ შორი მანძილიდან შეაგდო.

2:0-ზე მათე ცინცაძეს არ გაუმართლა, საჯარიმო შეასრულა და ძელს მოარტყა ბურთი. შეგახსენებთ, ცინცაძემ წინა შეხვედრაში (ვარშავის "ლეგიასთან" 1:1) სწორედ საჯარიმოთი გაიტანა.

"დინამოს" შემადგენლობა:Lსკრიბე (ლომაია 46), ლობჟანიძე, ჭელიძე, რენე, შპიჩიჩი (თევზაძე 64), პარუნაშვილი (ველევი), ცინცაძე (ალვარო 46), ჯიღაური, კიტეიშვილი (ვოლკოვი 46), კურიე (მიქელთაძე 70), გელაშვილი

გოლები: 0:1, 0:2 კაფუ (27, 34), 0:3 კიშადა (61)

ვიდეო

http://ludogorec.net/index.php/videos/play:662

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113338