სხვა

17:52 | 26.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტაილანდელებმა მეორე ოქრო აიღეს

ახალ თბილისში მიმდინარე ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც ტანვარჯიშის არენა მასპინძლობს, დღეს მეორე ოქროს მედალი გოგონათა შორის 48 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენებს შორის გათამაშდა. ისევე როგორც გუშინ ვაჟთა შორის 56 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს წარმომადგენელი არც ამჯერად ჰყოლია.

პირველი ადგილი და ოქროს მედალი ტაილანდის წარმომადგენელმა თუნია სუქჩაროელმა მოიპოვა, რომელმაც ორჭიდის ჯამში 194 კგ დაძლია. გამარჯვებულს ერთი კილოგრამით ჩამორჩა და ბრინჯაოს მედალი ჩინელმა ჰუიჰუა ჯიანგმა მოიპოვა. მესამე ადგილზეც ჩინელი სპორტსმენი სიაოქუდ ლონგი გავიდა, რომელმაც 181 კგ დაძლია. აღსანიშნავია, რომ გუშინ 56 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟთა შორისაც ტაილანდელმა სპორტსმენებმა გაიმარჯვეს. ამრიგად, ორი წონითი კატეგორიის შემდეგ ტაილანდელთა ანგარიშზე ორი ოქროა.

დღესვე დასრულდება შეჯიბრი 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟთა შორის.

ქალები

48 კგ

1. თუნია სუქჩაროელი (ტაილანდი) – 194 კგ

2. ჰუიჰუა ჯიანგი (ჩინეთი) – 193 კგ

3. სიაოქუდ ლონგი (ჩინეთი) – 181 კგ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114176