ავტოსპორტი

18:09 | 25.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

„უილიამსის“ ორი რეკორდი ბაქოში

ბაქოს ევროპის დიდი პრიზი იმითაც იყო გამორჩეული, რომ მის დროს ორი რეკორდი დაფიქსირდა. ორივეს ავტორი „უილიამსია“, უფრო კონკრეტულად კი, მისი პილოტები, მექანიკოსები და ბოლიდი. ერთი რეკორდი ფელიპე მასას პიტ სტოპისას დამყარდა - ბრაზილიელ პილოტს ბორბლები 1.92 წამში შეუცვალეს. მეორე რეკორდის ავტორი კი ვალტერი ბოტასია, რომელმაც არაოფიცალური მონაცემებით, სტარტ-ფინიშის სწორის ბოლოს, 378 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

უნდა ითქვას, რომ პიტ სტოპების ახალი არაა - „უილიამსმა“ ის გაიმეორა. პირველად ეს პროცედურა 1.92 წამში „რედ ბულმა“ 2013 წლის აშშ-ის დიდი პრიზის დროს შეასრულა მარკ ვებერის ბოლიდზე. მაგრამ მოგვიანებით ჩატარებულმა ანალიზმა, რომელიც გუნდმა თავის გროვის ბაზაზე, ბოლოდის კომპიუტერიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე ჩაატარა, აღმოჩნდა, რომ მასას პიტ სტოპი 1.89 წამში შესრულდა.

ბრაზილიელმა პილოტმა ამ ფაქტზე საუბრისას განაცხადა, რომ მისი გუნდი ბოლომდე კმაყოფილი არაა ასეთი მიღწევით და კიდევ უფრო სწრაფი პიტ სტოპის შესრულებას გეგმავს.

„გასულ სეზონში, ჩვენ სწრაფი პიტ სტოპები არ გვქონდა, რადგან საწყის ეტაპზე, რბოლისას გადახურებული ქანჩის გამო, მისი მოხსნა გვიჭიანურდებოდა. ამ სეზონისთვის მზადებისას, გუნდმა ამ ფაქტორს განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია და პრობლემის მოგვარებას სოლიდური ინვესტიცია მოახმარა. სპეციალურად ემზადებოდა პიტ სტოპის გუნდი“, - ამბობს მასა. საინტერესოა, რომ „უილიამსი“ ამ სეზონში თითქმის ყველა რბოლაში უსწრაფეს პიტ სტოპებს ასრულებს.

რაც შეეხება სიჩქარის რეკორდს, მის დაფიქსირებაში ბოტასს „რედ ბულის“ მაქს ფერსტაპენი „დაეხმარა“. ოფიციალურმა მზომმა დააფიქსირა, რომ სტარტ-ფინიშის ხაზთან ფინელის სიჩქარემ 366.1 კმ/სთ-ს მიაღწია. მაგრამ სამუხრუჭე ზონა აქედან გაცილებით შორს მდბარეობს და იქამდე მანქანა აჩქარებას აგრძელებდა. ამას ისიც დაემატა, რომ წინ მიმავალი მანქანის მიერ დატოვებულ გაუხშოებულ სივრცეში, ბოტასის მანქანა კიდევ უფრო აჩქარდა. „უილიამსის“ აპარატურამ აჩვენა, რომ სანამ ბოტასი დამუხრუჭებას დაიწყებდა, სიჩქარემ 378 კმ/სთ-ს მიაღწია.

ნებისმიერ შემთხვევაში, ბოტასის ოფიციალური სიჩქარეც რეკორდულია. მან მასას მიერ მექსიკის შარშანდელი რბოლის დროს დაფიქსირებული შედეგი - 364.3 კმ/სთ გააუმჯობესა. თავის მხრივ, მასამ მაშინ სერხიო პერესის მიერ გასულ სეზონშივე, მონცაზე დაფიქსირებული რეკორდი - 354.6 კმ/სთ გააუმჯობესა. ისიც უნდა ითქვას, რომ თუ პერესმა ამ სიჩქარეს იმის ხარჯზე მიაღწია, რომ მონცაზე მანქანებს მინიმალურად დატვირთული აეროდინამიკა აქვს, მექსიკო სიტიში მასას ქალაქის გაუხშოებული ჰაერი დაეხმარა. რაც შეეხება ბაქოს ტრეკს, ის ქალაქის ქუჩებზე კი გადის, მაგრამ ძალიან სწრაფი, 2.1-კილომეტრიანი მონაკვეთით გამოირჩევა, რომელიც სანაპირო ბულვარის გასწვრივ მდებარეობს. ამ მონკვეთზე მოსახვევები კი არის, მაგრამ პილოტები მათ სიჩქარის შეუმცირებლად გადიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.153297