ისტორია

10:31 | 25.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

25 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1978. მსოფლიოს მეთერთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (არგენტინა). ფინალი: არგენტინა-ჰოლანდია 3:1 (დამატებითი დრო). გოლები კემპესმა (2), ბერტონიმ (ორივე არგენტინა) და ნანინგამ (ჰოლანდია) გაიტანეს. ბუენოს აირესში, “რივერ პლეიტის” სტადიონზე მატჩს 77 ათასი მაყურებელი დაესწრო. არგენტინა (გუნდს ლუის სესარ მენოტი წვრთნიდა): ფილოლი, ტარანტინი, ოლგინი, პასარელა, გალვანი, გალიეგო, არდილესი (ლაროსა), ბერტონი, კემპესი, ლუკე, ორტისი (ჰაუსმანი). ჰოლანდია: იონგბლადი, იანსენი (სურბიერი), კროლი, ბრანდტსი, პოორტვლიტი, ნეესკენსი, ჰანსი, ვილი ვან დერ კერკჰოფი, რეპი (ნანინგა), რენე ვან დერ კერკჰოფი, რენსენბრინკი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1946. ფიფას კონგრესზე მსოფლიოს ჩემპიონისთვის განკუთვნილ თასს ჟიულ რიმეს სახელი მიანიჭეს. ფიფას წევრად საბჭოთა კავშირის საფეხბურთო სექცია გაწევრიანდა.
1948. ჯო ლუისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ჯო უოლკოტი მეთერთმეტე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1950. მსოფლიოს მეოთხე ჩემპიონატი ფეხბურთში (ბრაზილია). ჯგუფური ეტაპი: იუგოსლავია-შვეიცარია 3:0; ინგლისი-ჩილე 2:0; შვედეთი-იტალია 3:2.

1950. ბრაზილიის საფეხბურთო მუნდიალზე არ შედგა პარაგვაისა და ინდოეთის ნაკრებთა შეხვედრა. ინდოელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური უბრძოლველად მოიპოვეს, რადგან ინდონეზიამ, ფილიპინებმა და ბირმამ საკვალიფიკაციო ციკლში მონაწილეობა იუარეს. ინდოელებმა კი ბრაზილიაში გამგზავრება არ ისურვეს, რადგან ისინი ფეხბურთს ფეხშიშველა, ბუცების გარეშე თამაშობდნენ, ეს კი ფიფას წესებით აკრძალულია.

1969. ჩოგბურთელთა შორის უიმბლდონის არაოფიციალურ ჩრმპიონატზე (ბალახისსაფარიან კორტებზე0 ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მატჩი ჩატარდა. ის 5 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა. სულ გათამაშდა 112 დეიმი. პანჩო გონსალესმა ჩარლზ პასარელი 5 სეტში დაამარცხა.

1974. მსოფლიოს მეათე ჩემპიონატი ფეხბურთში (გერმანია). ფინალური A ჯგუფი: ჰოლანდია-არგენტინა 4:0; ბრაზილია-გდრ 1:0; ფინალური B ჯგუფი: იუგოსლავია-გფრ 0:2; შვედეთი-პოლონეთი 0:1.

1978. მსოფლიოს მეთერთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (არგენტინა). ფინალი: არგენტინა-ჰოლანდია 3:1 (დამატებითი დრო). გოლები კემპესმა (2), ბერტონიმ (ორივე არგენტინა) და ნანინგამ (ჰოლანდია) გაიტანეს. ბუენოს აირესში, “რივერ პლეიტის” სტადიონზე მატჩს 77 ათასი მაყურებელი დაესწრო. არგენტინა (გუნდს ლუის სესარ მენოტი წვრთნიდა): ფილოლი, ტარანტინი, ოლგინი, პასარელა, გალვანი, გალიეგო, არდილესი (ლაროსა), ბერტონი, კემპესი, ლუკე, ორტისი (ჰაუსმანი). ჰოლანდია: იონგბლადი, იანსენი (სურბიერი), კროლი, ბრანდტსი, პოორტვლიტი, ნეესკენსი, ჰანსი, ვილი ვან დერ კერკჰოფი, რეპი (ნანინგა), რენე ვან დერ კერკჰოფი, რენსენბრინკი.

1978. მსოფლიოს მეთერთმეტე ჩემპიონატის (არგენტინა) საუკეთესო ფეხბურთელად მარიო კემპესი აღიარეს. გატანილი 6 გოლით ის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

1982. მსოფლიოს მეთორმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (ესპანეთი). ჯგუფური ეტაპი: გფრ-ავსტრია 1:0; ინგლისი-ქუვეითი 1:0; ჩრდილოეთ ირლანდია-ესპანეთი 1:0.

1986. მსოფლიოს მეცამეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (მექსიკა). ნახევარფინალი: გფრ-საფრანგეთი 2:0; არგენტინა-ბელგია 2:0.

1988. ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში (გფრ). ფინალი: სსრკ-ჰოლანდია 0:2. მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე თამაშს 62 770 მაყურებელი დაესწრო. გოლები რუუდ გულიტმა და მარკო ვან ბასტენმა გაიტანეს. ჰოლანდია (გუნდს რინუს მიხელსი წვრთნიდა): ვან ბრეკელენი, ვან აერლე, რონალდ კუმანი, რაიკაარდი, ვან ტიგელენი, ვოუტერსი, გულიტი, მიურენი, ერვინ კუმანი, ვანენებურგი, ვან ბასტენი. სსრკ: დასაევი, დემიანენკო, ხიდიატულინი, მიხაილიჩენკო, ლიტოვჩენკო, გოცმანოვი (ბალტაჩა), ალეინიკოვი, ზავაროვი, რაცი, პროტასოვი (პასულკო), ბელანოვი.

1990. მსოფლიოს მეთოთხმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (იტალია). მერვედფინალი: ირლანდია-რუმინეთი 0:0 (პენალტებით 5:4); იტალია-ურუგვაი 2:0.

1994. მსოფლიოს მეთხუთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (აშშ). ჯგუფური ეტაპი: არგენტინა-ნიგერია 2:1; ბელგია-ჰოლანდია 1:0; საუდის არაბეთი-მაროკო 2:1.

1994. არგენტინელმა კლაუდიო კანიჯამ მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში 1500-ე გოლი გაიტანა. ეს ნიგერიასთან შეხვედრისას მოხდა.

1994. ნიგერიასთან მატჩის დასრულების შემდეგ დიეგო არმანდო მარადონას დოპინგ-კონტროლი ჩაუტარეს და მას სისხლში აკრძალული პრეპარატის, ეფედრინის კვალი აღმოუჩინეს. ფიფამ შეხვედრის ანგარიში ძალაში კი დატოვა, მაგრამ მარადონას ხუთთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

1998. მსოფლიოს მეთექვსმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (საფრანგეთი). ჯგუფური ეტაპი: ჰოლანდია-მექსიკა 2:2; ბელგია-სამხრეთ კორეა 1:1; გერმანია-ირანი 2:0.

1999. ამერიკელმა ველოსიპედისტმა კურტ ოსბორნმა მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. მან ველოსიპედის ცალი თვალით 4 589 კილომეტრი გაიარა.

2000. ბელგია-ჰოლანდიის ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში. მეოთხედფინალი: ჰოლანდია-იუგოსლავია 6:1; ჰოლანდიელთაგან სამი გოლი პატრიკ კლუივერტმა გაიტანა. საფრანგეთი-ესპანეთი 2:1.

2000. ევროპის ჩემპიონატების ფინალურ სტადიაზე ჰოლანდიამ იუგოსლავიის 6:1 დამარცხებით ყველაზე დიდი ანგარიშით მოგების რეკორდი დაამყარა.

2002. მსოფლიოს მეჩვიდმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (კორეა-იაპონია). ნახევარფინალი: გერმანია-სამხრეთ კორეა 1:0. გოლი მიხაელ ბალაკმა გაიტანა.

2004. პორტუგალიის ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში. მეოთხედფინალი: საბერძნეთი-საფრანგეთი 1:0.

2006. მსოფლიოს მეთვრამეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (გერმანია). ჯგუფური ეტაპი: ინგლისი-ეკვადორი 1:0; პორტუგალია-ჰოლანდია 1:0.

2008. ლიბერტადორესის თასის ფინალის პირველ მატჩში ეკვადორის კიტოს ლდუ-მ ბრაზილიის რიო დე ჟანეიროს “ფლუმინენსეს” 4:2 მოუგო.

2008. ავსტრია-შვეიცარიის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანიამ თურქეთს 3:2 მოუგო.

2008. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის კადეტთა ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა 9 მედალი – 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოსი მოიპოვეს.

2010. სამხრეთ აფრიკის მუნდიალის G ჯგუფში, დურბანში ჩრდილოეთ კორეა კოტ დ’ივუართან 0:3 დამარცხდა, ნელსპრუიტში კი ბრაზილიამ და პორტუგალიამ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს. ჯგუფიდან მერვედფინალში ბრაზილია და პორტუგალია გავიდნენ. H ჯგუფში პრეტორიაში ესპანეთმა ჩილეს 2:1 სძლია, ხოლო ბლუმფონტეინში შვეიცარია და ჰონდურასი ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ. ჯგუფიდან მერვედფინალში ესპანეთი და ჩილე გავიდნენ.

სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი წარმატებით დაძლია სამხრეთ ამერიკის ხუთივე ნაკრებმა.

2013. იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად გახდა. 54 წლის ანჩელოტიმ მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე გააფორმა.

2013. უეფამ ორი თურქული კლუბი მოკვეთა ევროტურნირებიდან. "ფენერბახჩე" და "ბეშიქთაში" კორუფციული სკანდალების გამო დასაჯეს. "ბეშიქთაში" ევროპაში ერთ სეზონით დასაჯეს, "ფენერბახჩე" კი - ორით.

ამ დღეს დაიბადნენ

1912. ლეიტე კარვალიუ. 1930-იანი წლების ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი. მსოფლიოს 2 ჩემპიონატის მონაწილე. “ბოტაფოგოს” ლეგენდარული ფეხბურთელი. იგი მოყვარული ფეხბურთელი გახლდათ და პარალელურად ექიმად მუშაობდა.

1940. თომას კოლერი. გდრ-ის წარმომადგენელი ნიჩბოსანი. 1964 და 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1946. ულრიკ ლეფევრი. 1960-70-იან წლებში დანიის ნაკრების ნახევარმცველი. ევროპის 1964 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა დანიაში, გერმანიასა და ბელგიაში. გერმანიის ორგზის და ბელგიის სამგზის ჩემპიონი. ბელგიის თასის მფლობელი.

1948. მანუელ ბენტუ. 1976-86 წლებში პორტუგალიის ნაკრების მეკარე. იყო გუნდის კაპიტანი. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მონაწილე. პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 63 მატჩი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა ლისაბონის “ბენფიკაში”. პორტუგალიის შვიდგზის ჩემპიონი და ქვეყნის თასის ოთხგზის მფლობელი.

1966. დიკემბე მუტომბო. “ატლანტა ჰოუქსის,” “დენვერ ნაგითსის,” და “ჰიუსტონ როკეტსის” მეფარე (218 სმ). წარმოშობით კონგოელი. რვაჯერ ითამაშა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში. ოთხჯერ აღიარეს ლიგის წლის საუკეთესო დაცვის მოთამაშედ. კარიერის განმავლობაში გაკეთებული აქვს 11 729 ქულა, შეასრულა 12 359 მოხსნა და 3 289 დაფარება. ნბა-ში თამაშობდა 1991-2009 წლებში.

1968. დორინელ მუნტეანუ. რუმინეთის ნაკრების, “სტიაუას”, “კიოლნისა” და “ვოლფსბურგის” ნახევარმცველი. მონაწილეობდა მსოფლიოს 1994 და 1998 წლების, ევროპის 2000 და 2004 წლების ჩემპიონატებზე. რუმინეთის ნაკრებში ჩაატარა 134 მატჩი, გაიტანა 16 გოლი.

1973. მილან ჰნილიჩკა. ჩეხეთის ჰოკეისტთა ნაკრების მოთამაშე. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1973. ჯეიმი რედნაპი. ინგლისის ნაკრების, “ლივერპულის”, “ტოტენჰემისა” და “საუთჰემპტონის” ნახევარმცველი. 2001 წელს მოიგო ევროპის სუპერთასი, ინგლისის თასი და სუპერთასი. 1995 წელს დაეუფლა ინგლისის ლიგის თასს. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 17 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი.

1975. ალბერტ კოსტა. ესპანელი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურნირი. მსოფლიოს კლასიფიკაციაში წლების განმავლობაში მოწინავეთა შორის იყო.

1975. ვლადიმერ კრამნიკი. რუსი დიდოსტატი ჭადრაკში. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის გამართულ მატჩში დამარცხებული ჰყავს თავისი მასწავლებელი გარი კასპაროვი. კრამნიკის მაქსიმალური კოეფიციენტი 2809 ქულაა (2002 წლის იანვარი).

1982. ფერნანდო ნავარო. ესპანეთის ნაკრების, “ბარსელონას”, “სევილიას” განაპირა მცველი. ევროპის 2008 წლის ჩემპიონი. ტურნირზე ჩაატარა ერთი მატჩი (საბერძნეთთან). ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 2 მატჩი. 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი. 2010 წელს მოიპოვა ესპანეთის თასი.

0.135096