სუპერლიგის მონაწილე, საკალათბურთო კლუბ ,,მგზავრები არმიას’’ ხელმძღვანელობამ ამ კლუბის მთავარ მწვრთნელ ბუბა ბერიშვილს ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. რაც შეეხება ბერიშვილის ასისტენტებს, მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,მგზავრები არმიას’’ პრეზიდენტმა ირაკლი შანიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ,,მგზავრები არმიამ’’ საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატში კარგად ითამაშა და პლეი ოფში გასასვლელად ერთი ქულა დააკლდა.