კალათბურთი

22:31 | 24.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდელები  მზადებას  27-დან  იწყებენ

საქართველოს 16-წლამდე ვაჟ კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისათვის მზადებას 27 ივნისიდან იწყებს. ამის შესახებ worldsport.ge-ს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა განუცხადა, რომელიც პარალელურად სუპერლიგის მონაწილე ,,მგზავრები არმიას’’ ხელმძღვანელობს.

,,გაფართოებულ სიაში 25 კალათბურთელი შევიყვანე, საიდანაც გუნდში 12 დარჩება’’-გვითხრა ბერიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 16- წლამდე ვაჟ კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფში მოხვდა, სადაც საქართველოსთან ერთად ჩეხეთის, ბელგიის, ისლანდიის, სლოვაკეთისა და ბულგარეთის ნაკრები გუნდები გამოვლენ. ჯგუფიდან უმაღლესი ლიგის საგზურისათვის ბრძოლას ორი გუნდი გააგრძელებს.

საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელსაც სოფია(ბულგარეთი) უმასპინძლებს, 11-20 აგვისტოს ჩატარდება.

0.110681