ჩოგბურთი

0:32 | 25.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ ფინალს ვერ უწია

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ნახევარფინალში გამოეთიშა.

მე-2 ნომრად განთესილი შაფათავა მე-4 რეიტინგის მქონე სლოვაკ რებეკა სრამკოვას გაეჯიბრა და 3:6, 3:6 დამარცხდა. ეს უკანასკნელი ფინალში მე-3 რეიტინგით მოთამაშე უნგრელ რეკა-ლუკა იანის ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114235