ფეხბურთი

19:13 | 24.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

„დილა“ – „შირაქი“-ს მატჩს უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება

30 ივნისს, ევროპის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე გორში, „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზე „დილა“ – „შირაქი“-ს მატჩს უკრაინელი მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

მთავარი მსაჯი ანატოლი ჟაბჩენკო იქნება, მას დაეხმარებიან: იგორ ალოხინი და ანდრიი სკრიპკა, მეოთხე მსაჯი კი მიკოლა ბალაკინი იქნება.

მატჩის დელეგატი ეროვნებით ბელარუსი იაენ ტრატსიკი იქნება, მსაჯთა დამკვირვებელი კი თურქი კუდუსი მუფტუოგლუ.

აღნიშნული დაპირისპირება 18:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს.

„დილას“ პრესსამსახური

თეგებიგორის დილა
0.117271