ფეხბურთი

18:55 | 24.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მილანმა” სერია B-ს საუკეთესო ბომბარდირი იყიდა

აწ უკვე იტალიური “პესკარას” ყოფილი თავდამსხმელი ჯანლუკა ლაპადულა კარიერას “მილანში” გააგრძელებს. 26 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ლომბარდიულ გრანდს ბედი 2021 წლის 30 ივნისამდე დაუკავშირა. ამის შესახებ "მილანის" ვებგვერდი ოფიციალურად გვამცნობს. "როსონერის" იტალიელი თავდამსხმელის ყიდვა 9 მილიონი ევრო დაუჯდა.

“მილანში” გადასვლა ძალიან მინდოდა. მადლობა ნდობისთვის გალიანის და პრეზიდენტ ბერლუსკონი. მან წარმატებები მისურვა. მასიმო ოდომ კლოზეს შემადარა? – ეს ჩემთვის საამაყოა, რადგან იგი მსოფლიო დონის ფეხბურთელია. უდაოდ, ეს კვირა ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვანია. “მილანთან” შეთანხმებას მივაღწიე და კვირას ალესიაზე ვქორწინდები. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს”, - თქვა ლაპადულამ.

ჯანლუკა ლაპადულა, რომელიც წარმოშობით პერუდანაა, გასულ სეზონში “პესკარაში” თამაშობდა და დიდი წვლილი შეიტანა “მეთევზეებმა” სერია ა-ს საგზური რომ მოიპოვეს - 44 მატჩში 30 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ აქამდე იტალიის მთავარ ლიგაში მას არ უთამაშია. ლაპადულას მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს “ნაპოლი” იჩენდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, “მილანმა” უკეთესი პირობები შესთავაზა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117062