ჩოგბურთი

0:47 | 24.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ნახევარფინალშია

ქალთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა სოფო შაფათავამ იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

მე-2 ნომრად განთესილმა შაფათავამ მე-8 რეიტინგის მქონე ჰოლანდიელ არანჩა რუსს 2:6, 7:6 (7:4), 6:4 სძლია, ფინალის საგზურისთვის კი სლოვაკ რებეკა სრამკოვას (მე-4) ეთამაშება.

საინტერესოა, რომ წყვილთა შეჯიბრში შაფათავა სწორედ სრამკოვასთამ ერთად ასპარეზობდა და მეოთხედფინალში მარცხი შეემთხვა.

შვედურ ისტადში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე მე-3 ნომრად განთესილ სერბ ნინა სტოიანოვიჩთან 5:7, 2:6 დამარცხდა ეკატერინე გორგოძე. შეგახსენებთ, რომ სწორედ სტოიანოვიჩი იყო ის ჩოგბურთელი, ვისთანაც გორგოძემ გასულ კვირას ბრაუნშვაიგის 25-ათასიანი ტურნირის ფინალში წააგო.

ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდში გიორგი ჯავახიშვილმა მე-7 ნომრად განთესილ უკრაინელ ვადიმ ალეკსეენკოსთან 3:6, 6:2, 3:6 წააგო. წყვილებში ჯავახიშვილი და ბელარუსი არწიომ დაბრიანი ფრანგულ დუეტთან (რიონდი-ვოლიაკუესი) 3:6, 3:6 დამარცხდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120145